вторник, 26 июля 2011 г.

კომპიუტერი თანამედროვე ცხოვრებაში


პროექტის მთავარი იდეა---ვასწავლოთ კომპიუტერის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში
პროექტის აქტუალობა----ყველა ბავშვმა შეძლოს კომპიუტერის  გამოყენება და მისი საშუალებით სხვადასხვა ამოცანების და პრობლემების გადაჭრა
პროექტის მიზანი---- ამ პროექტის ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას; რომელიცცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ; თავად ქმნის ღირებულებებს და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოების წინსვლაში.

 მონაწილეთა ასაკი---9-10 წელი

ვადები ხანგრძლივობა---2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები- ამ პროექტის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საბაზისო ცოდნა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ, ასევე   მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკმარისი იქნება როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე  შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები--- პროექტის მსვლელობისას საჭირო ძირითადი რესურსებია: კომპიოუტერი, პროექტორი, დაფა, მარკერი, ფლიფჩარტი, სკანერი, პრინტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა---ამ პროექტის მსვლელობა საინტერესოა ბავსვებისათვის, რადგან ისწავლება სხვადასხვა პროგრამების გამოყენება და მათი საშუალებით სხვადასხვა ამოცანის გადაჭრა. პროექტის მსვლელობისას გამოიყენება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მეცადინეობა. ბავშვებს ეძლევათ დავალებები, რომლებზეც პასუხი უნდა მოიძიონ ინტერნეტით და წარადგინონ ელექტრონული პრეზენტაციის სახით. მაგალითად: უნდა გააკეთონ პრეზენტაცია თემაზე ,, საქართველოს სხვადასხვა მხარეები“. უნდა მოიძიონ ინფორმაცია და ფოტოები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე და გააკეთონ პრეზენტაცია პროგრამა powerpoint-ში.

საგნებთან კავშირი--- ყველა საგანში შეიძლება აქტიურად გამოყენებულ იქნას ისტ. მაგალითად, კავშირი მათემატიკასთან, კომპიუტერული პროგრამა Excel საშუალებას იძლევა სხვადასხვა მათემათიკური დავალების და ამოცანის გადაჭრის იოლ გზებს.

პროექტის ხელმზრვანელი---ლელა აბაშიძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა---lelaabashidze048@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი---lelabashidze.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა-სურათის ჩასმა